ჩაუღრმავდით დღევანდელი სამყაროს მოთხოვნილებებზე მორგებულ უახლეს ციფრულ ტექნოლოგიებს ჩვენთან ერთად. თუ ხართ დამწყები პროგრამისტი, ან IT პროფესიონალი და ცდილობთ საკუთარი უნარების ამაღლებას, ჩვენი კურსები თქვენთვის არის! მოემზადეთ კოდირებისთვის, დიზაინისთვის და ინოვაციისთვის ჩვენთან ერთად.
ვიზუალური ბრენდინგის კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს საფუძვლიანად შეისწავლოს ბრენდის იდენტობის შექმნის პროცესები და ვიზუალური კომუნიკაციის პრინციპები. კურსის განმავლობაში, სტუდენტები გაეცნობიან ბრენდინგის ძირითად პრინციპებს, ლოგოს და სხვა ვიზუალური ელემენტების დიზაინს, ფერთა თეორიას, ტიპოგრაფიას, და ვიზუალური იდენტობის სტრატეგიას. კურსი ასევე მოიცავს ბრენდის სტილის გიდის (Style Guide) შექმნას, ბრენდის პოზიციონირებას, და მარკეტინგული მასალების დიზაინს, რაც ეხმარება ბრენდს გამორჩეული და მყარი იდენტობის შექმნაში.
კურსის მიზანია, სტუდენტებმა მიიღონ ღრმა და კომპლექსური ცოდნა ვიზუალური ბრენდინგის სფეროში, რათა შეძლონ ბრენდის სრულყოფილი ვიზუალური იდენტობის შექმნა. კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტები შეძლებენ შექმნან უნიკალური და კონსისტენტური ბრენდის სტილი, რომელიც ეფექტურად ასახავს ბრენდის ღირებულებებს და მიზნებს.
ხანგრძლივობა
3
თვე